მინდა ცოტა რამ გითხრათ ჩემს შესახებ. მე ვარ
17 წლის ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწვალე ,რომლის დილა (თუ რა თქმა უნდა არდადეგებს
არ გავითვალისწინებთ :d) ადრე ადგომითა და სკოლაში წასვლით იწყება.სკოლაში სიარული
ჩემთვის სასიამოვნოა ,რადგან ვიცი სხვა თუ არაფერი იქ ყოველ დღე ჩემი კლასელების ნახვა მაინც მელოდება,
ისინი კი ჩემთვის ახალ კურიოზებთან და მხიარულებასთან ასოცირდებიან.სულ რაღაც ერთი წელი დამრჩა ,სკოლის
დამთავრება ჯერ არ მინდა თუმცა ვიცი მერეც კარგი იქნებაJ
თავისუფალ
დროს მიყვარს საინტერესო ფილმების ყურება , ინტერნეტში ყოფნა და სიახლეების გაცნობა,
წიგნების კითხვა, თუმცა კლასგარეშე
ლიტერატურის კითხვისათვის უფრო მეტი დრო ზაფხულში მაქვს.სპორტის სახეობებიდან
მიყვარს და გამომდის ჭადრაკის თამაში.ჩემთვის
საკმაოდ საინტერესო ჰობიც მაქვს -კერვა.
მიყვარს აქტიური
ცხოვრება და ვცდილობ ყოველთვის რაღაცით ვიყო დაკავებული.ხშირად ვმონაწილეობ ისეთ პროექტებში
და ღონისძიებებში რომლებიც ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნოა.
დღეიდან ჩემს დღის განრიგს უკვე საკუთარ ბლოგზე შემოსვლა
და სიახლეების განთავსება დაემატება, რითაც ძალიან გახარებული ვარ .მზიან და თბილ ზაფხულში
უფრო მეტი დრო მექნება ჩემს ბლოგზე შემოსასვლელად და თქვენთვის საინტერესო ამბების
მოსათხრობად.ჩემი ბლოგი მრალალფეროვანი იქნება რადგან ვაპირებ ვწერო ყველაფერზე რაც
ახალია და საინტერესო .შევეცდები ჩემი ყველა პოსტი თქვენთვის სასიამოვნო საკითხავი იყოს .ასე, რომ გამომყევით ბლოგზე!

ცირა, როგორც ჩანს ეკოლოგიით და ბუნების დაცვით დაინტერესებული ხარ. ეს ძალიან კარგია. გააგრძელე ამ თემაზე შენს ბლოგში წერა. მოიძიე საინტერესო სურათები და წყლის გაბინძურების შედეგები.
ОтветитьУдалитьბიოლოგიურ მეცნიერების დოქტორი
ცირა
ცირა, როგორც ჩანს ეკოლოგიით და ბუნების დაცვით დაინტერესებული ხარ. ეს ძალიან კარგია. გააგრძელე ამ თემაზე შენს ბლოგში წერა. მოიძიე საინტერესო სურათები და წყლის გაბინძურების შედეგები.
ОтветитьУдалитьბიოლოგიურ მეცნიერების დოქტორი
ცირა