სულ რაღაც ერთი წლის წინ, გასულ ზაფხულს პირველად ვიყავი ფშავში.ფშავი რა თქმა უნდა,როგორც ჩემთვის ისე ყველა ქართველისათვის ბუმბერაზ ვაჟა-ფშაველას სახელთან ასოცირდება. ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილიც სწორედ ის იყო ,რომ საკუთარი თვალით გვენახა ამ დიდიებული ქართველი კაცის სახლ-მუზეუმი.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო როცა საკუთარი თვალით ვხედავდი ვაჟას სახლს.
ერთსართულიან , კრამიტით დახურულ, ღარიბულ, მიწურ სახლს მართლაც ,რომ უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მნახველზე. როცა საკუთარი თვალით ხედავ იმ სკამს , იმ მაგიდას, რომელზეც ვაჟა იჟდა და ქმნიდა თავის შედევრებს რაღაც დიდებული გრძნობა გეუფლება და თვალწინ გიდგება პოეტის მთელი შემოქმედება. სწორედ მაშინ გამახსენდა ვაჟას ცოლის თამარ რაზიკაშვილის მოგონება თუ როგორ მიატოვა იგი ვაჟამ ყანის მკის დროს უსიტყვოდ და გაიქცა შინ საწერად. ასე თურმე ხშირად იქცეოდა რაც ცოლის საკმაო გაღიზიანებას იწვევდა. თუმცა ვაჟა ,რომ ასე არ მოქცეულიყო დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ხელთ "ბახტრიონი", "ალუდა ქეთელაური" თუ სხვანი, რაც ქართველი კაცის სიამაყეს წარმოადგენდა და წარმოადგენს.
ვაჟას სამუშაო მაგიდა
თითოელული ეს შთაბეჭდილება განპირობებული იყო ვაჟას სიდიადით, მისი სიტყვის სიძლიერით ,რომელსაც ის ახდენს თავის მკითხველზე. ვაჟა ხომ იყო ადამიანი რომლის მსგავსი ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს.
![]() |
| ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალი მე მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვნახავდი ვაჟას სახლ-მუზეუმს ჩარგალში . |


Комментариев нет:
Отправить комментарий