вторник, 25 июня 2013 г.

დაიცავი გარემო შენს ირგვლივ !

         

       დღესდღეობით მსოფლიში  ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.გარემოს ცვლილება და მასზე ზემოქმედება განსაკუთრებით XX -სის მეორე ნახევრიდან გაიზარდა.
ეკოლოგიური პრობლემები სიმწვავესთან ერთად მეტად მრავალმხრივიცაა.დღესდღეობით ეკოლოგიური პრობლემები პლნეტის თითქმის ყველა რეგიონში ვრცელდება მათ შორის საქართველოშიც.
      ეკოლოგიური პრობლემები სხვადასხვანაირად ვლინდება.მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.


                                                           წყალი სიცოცხლეა

    წყალი ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, დედამიწის 70% სწორედ წყლითაა დაფარული, იგი სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა, ამიტომ ამ ბუნებრივ რესურსს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.მსოფლიოს მრავალ ქვეყანას წყლის რესურსების პრობლემა აქვს , რაც არა მხოლოდ წყლის უკმარისობას ,არამედ სუფთა სასმლი წყლის დეფიციტსაც გულისხმობს.ყოველწლიურად წყლის ობიექტებში უზარმაზარი რაოდენობით ნახმარი წყლები ჩაედინება რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
  ადამიანები ვაცნობიერებთ ,რომ წყალი არის ნივთიერება რომლის გარეშე რამდენიმე დღესაც კი ვერ გავძლებთ, თუმცა ამის მიუხედავად ვაბინძურებთ მას რითაც საფრთხეს ვუქმნით ,როგორც ჩვენს, ისე ჩვენს ირგვლივ არსებულ ცოცხალ ბუნებას.წყლის გაბინძურებას იწვევს ისეთი მოქმედებებიც კი რომლებიც ერთი შეხედვით  უმნიშვნელოა ადამიანებისათვის .ამის ნათელი მაგალითია ის ,რომ ადამიანები დაუფიქრებლად ისვრიან ნაგავს წყალში და არ ფიქრობენ იმას თუ რაოდენ დიდ პრობლემას უქმნიან ამით ბუნებრივ გარემოს.მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები, ნავთობპროდუქტები, შხამქიმიკატები და სხვა.
    წყლის გაბინძურების პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაშიც.განსაკუთრებით ბინძურდება მდინარეები და შავი ზღვა, რომელიც ჩვენს ქვეანას დასავლეთით აკრავს.ზღვის დაბინძურებას იწვე ,ნავთობი , ტოქსიკური ნივთიერებები და სხვა.მდინარეები  ძირითადად ადამიანის მოქმედებით ბინძურდება.წყლის დაბინძურება იწვევს უამრავ დაავადებას ამიტომ აუცილბელია ადამინებმა გავაცნობიეროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის დაცვას ჩვენი სიცოცხლისათვის
   
  ყველა ეკოლოგიური პრობლემა ადამიანის ზეგავლენით იქმნება ბუნებაში მაშინ, როცა ჩვენ ადამიანებს მხოლოდ ერთი დედამიწა გვაქვს.თითოეული ჩვენგანი თუ ვისწავლით ბუნების დაცვას და მის მოვლას ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ჩვენი პლანეტის გადარჩენას.
 მე ბედნიერი ვარ იმით , რომ ვარ ეკოლოგიური კლუბის "ბუნების ქომაგნი'' -ს წევრი და ჩვენი ერთობლივი საქმიანობით წვლილი შემაქვს ბუნების გადარჩენაში.ეკოლოგური პრობლემები ჩვვენს  კუთხეში აჭარაშიც დგას და ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის ,რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ბუნება. ამისათვის  აქტიურად ვასუფთავსებთ სანაპირო ზოლს, გაჩეხილ ადგილებში ვრგავთ ხეებს და ვატარებთ  სხვა ბუნების დამცველობით აქციას რაც უპირველესად მაგალითია სხვა ადამიანებისათვის, რომ მათაც დაიცვან გარემო .



ჩემი კლუბის პატარა წევრები რომლებიც საკუთარი ხელებით ასუფთავებენ  მდინარეს 

ტყის გაჩეხილი ფართობების შევსება
                                        შენც გაუფრთხილდი ბუნებას !



2 комментария:

  1. საკმაოდ აქტუალური პრობლემა:)))) გავუფრთხილდეთ გარემოს ეს ჩვენი სიცოცხლის ერთ-ერთი გარანტიაა

    ОтветитьУдалить
  2. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ გარემოო :))))))

    ОтветитьУдалить