среда, 26 июня 2013 г.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს !

როცა ვლაპარაკობთ შზღუდუდლ შესაძლებლობებზე ეს საზოგადოებისთვის ჟღერს,როგორც უუნარობა რაც ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებაა მათი მხრიდან შსზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.შეზღუდული შესაძლებლობები სულაც არ ნიშნავს უნარშეზღუდულობას .ეს არის უბრალოდ ადამიანის შეზღუდული შესაზლებლობა ცხოვრების რომელიმე სფეროში,რაც გამოწვეულია მისი ფიზიკური მდგომარეობით და რასაც მოყვება შეზღუდვები საზოგადოებრივ აქტივობაში .

     შეზღუდული შესაძლებლობები მრავალნაირია , რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებაზე ,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ ეს ადამიანები არიან შეზღუდეულები ყველა სფეროში  და მათ არ შეუძლიათ შრომითი საქმიანობა სხვა სფეროებში ისევე, როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.
     ხშირად ფიზიკური შეზღუდვების მქონე  ადამიანებს აქვთ იმაზე დიდი ნიჭი ხელოვნების , მუსიკის თუ სხვა სფეროებში ვიდრე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს და მეტიც მათ თავისუფლად შეუძლიათ კონკურენციის გაწევაც კი.ეს კი ცხადია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას ,რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს უუნარობას.

       შემაშფოთებელია სახოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი.მათი დამოკიდებულება  გამოიხატება თავის არიდებით, იზოლაციით, გარიყვით ან უარს შემთხვევაში დაცინვითაც კი რაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და შემზარავია.ხშირად ადამიანები გამოხატავენ სიბრალულს და დაცვის სურვილს შეზღუდული უნარების მქონე  ადამიანების მიმართ თუმცა არა იმით, რომ გააღონ კარი მათთვის თავიანთ საზოგადოებაში არამედ თვლიან ,რომ ისინი ვერ შეძლებენ მათთან ურთიერთობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც უკეთესია თავისნაირების საზოგადოებაში ყოფნა სადაც მათი აზრით ისინი  უკეთესად შეძლებენ აზრთა გაცვლას თუ ერთმანეთთან ურთიერთობას.
  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან,რაც გულისხმობს იმას ,რომ მათ აქვთ ყველა ის უფლება რაც ჩვეულებრივ ადამიანებს.  

вторник, 25 июня 2013 г.

დაიცავი გარემო შენს ირგვლივ !

         

       დღესდღეობით მსოფლიში  ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.გარემოს ცვლილება და მასზე ზემოქმედება განსაკუთრებით XX -სის მეორე ნახევრიდან გაიზარდა.
ეკოლოგიური პრობლემები სიმწვავესთან ერთად მეტად მრავალმხრივიცაა.დღესდღეობით ეკოლოგიური პრობლემები პლნეტის თითქმის ყველა რეგიონში ვრცელდება მათ შორის საქართველოშიც.
      ეკოლოგიური პრობლემები სხვადასხვანაირად ვლინდება.მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.

понедельник, 24 июня 2013 г.

ვისაც ყვავილები უყვა

                                  

             ახლახან ივნისის კალენდარს გადავავლე თვალი.საკვირველია სად რას აღნიშნავენ და სად რას.ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მაინც 21 ივნისმა მიიქცია

                  21 ივნისი - ყვავილების საერთაშორისო დღეა

Добавьте подпись


       განსაკუთრებულად მიყვარს ყვევილები. მათ ფერადებს, ლამაზებს ხომ მეტი სიცოცხლე შემოაქვთ ადამიანების ცხოვრებაში. ყვავილების თაიგულიც ყველაზე გავრცელებული და სასიამოვნი საჩუქრია საჩუქართა შორის. თუმცა ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო ალბათ ყვავილების ბაღში გასეირნება.
   




                            საინტერესიოა ის ფაქტი ,რომ რამდენიმე თვის წინ უდაბნოში , არაბთა გაერთიანებულ საამიროში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი  ყვავილების ბაღი

   Miracle Garden

понедельник, 17 июня 2013 г.

ერთხელ ვაჟას სახლ-მუზეუმში

                        
      სულ რაღაც ერთი წლის წინ, გასულ ზაფხულს პირველად ვიყავი ფშავში.ფშავი რა თქმა უნდა,როგორც ჩემთვის ისე ყველა ქართველისათვის ბუმბერაზ ვაჟა-ფშაველას სახელთან ასოცირდება. ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილიც სწორედ ის იყო ,რომ საკუთარი თვალით გვენახა ამ დიდიებული ქართველი კაცის სახლ-მუზეუმი.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო როცა საკუთარი თვალით ვხედავდი ვაჟას სახლს.
  
         ერთსართულიან , კრამიტით დახურულ, ღარიბულ, მიწურ სახლს მართლაც ,რომ უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მნახველზე. როცა საკუთარი თვალით ხედავ იმ სკამს , იმ მაგიდას, რომელზეც ვაჟა იჟდა და ქმნიდა თავის შედევრებს რაღაც დიდებული გრძნობა გეუფლება და თვალწინ გიდგება პოეტის მთელი შემოქმედება. სწორედ მაშინ გამახსენდა ვაჟას ცოლის თამარ რაზიკაშვილის მოგონება თუ როგორ მიატოვა იგი ვაჟამ ყანის მკის დროს უსიტყვოდ და გაიქცა შინ საწერად. ასე თურმე ხშირად იქცეოდა რაც ცოლის საკმაო გაღიზიანებას იწვევდა. თუმცა ვაჟა ,რომ ასე არ მოქცეულიყო დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ხელთ "ბახტრიონი", "ალუდა ქეთელაური" თუ სხვანი, რაც ქართველი კაცის სიამაყეს წარმოადგენდა და წარმოადგენს.



ვაჟას სამუშაო მაგიდა 

    თითოეული ნივთი ვაჟას სახლში პეტერბურგიდან ჩამოტანილი საათიდან დაწყებული სათითურების ჩათვლით თავისი სიძველის მიუხედავად განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა.სევდისმომგვრელი იყო იმ ტახტის ხილვა სადაც ვაჟამ თავისი სიცოცხლის ბოლო დრო, ავადმყოფობისას გაატარა .
  თითოელული ეს შთაბეჭდილება განპირობებული იყო ვაჟას სიდიადით, მისი სიტყვის სიძლიერით ,რომელსაც ის ახდენს თავის მკითხველზე. ვაჟა ხომ იყო ადამიანი რომლის მსგავსი ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს.
   
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
ჩარგალი

მე  მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვნახავდი ვაჟას სახლ-მუზეუმს  ჩარგალში .